ნავთობის ფასი ისევ დაეცა

ნავთობის ფასი ისევ დაეცა

გუშინ ნავთობის ფასმა ისევ დაიკლო. ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 1%-მდე გაუფასურდა და  მისი ღირებულება 37 დოლარზე დაფიქსირდა. ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი კი იგივე ერთპროცენტიანი ვარდნით 35 დოლარზე დაფიქსირდა.

ნავთობის გაუფასურების მიზეზი ამჯერადაც ნავთობის მიწოდება-მოთხოვნის ბალანსის რღვევა გახდა.ირკვევა, რომ გასული კვირის განმავლობაში შტატებში ნედლი ნავთობის მარაგები 2299 ათასი ბარელით გაიზარდა,  ანუ 0,4%-ით და შეადგინა  534,834 მილიონი ბარელი.

ირანის ნავთობის მინისტრის ბიჯან ზანგანეს განცხადებით, 17 აპრილს დოხში დაგეგმილ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების შეხვედრაში მონაწილეობას იმშემთხვევაში მიიღებენ, თუ ამისთვის დრო ექნებათ.

ზანგანემ აღნიშნა, რომ ირანი კვლავ განაგრძობს ნავთობის მოპოვებისა დაექსპორტის ზრდას. მინისტრმა აქვე დასძინა, რომ  ის ოპეკის  წევრი და არაწევრინავთობის მწარმოებელი ქვეყნების შეთანხმებას ნავთობის მოპოვების იანვრის თვისდონეზე გაყინვასთან დაკავშირებით პოზიტიურ ნაბიჯად განიხილავს.

საუდის არაბეთი კი მზად არის შეაჩეროს ნავთობის მოპოვების ზრდა მხოლოდ იმშემთხვევაში, თუ ირანი და ნავთობის მწარმოებელი სხვა ქვეყნებიც იგივესგააკეთებენ.

ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას.

დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირადგამოიყურებიან:

  • ევრო შემცირდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1380მიმდინარეობს.
  • შემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4240ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 110.49 ნიშნულთან მიმდინარეობს

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

  • ოქროზე ფასმა მოიმატა 0,62 %-ით და ვაჭრობა 1226.80 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • მოიმატა ვერცხლის ფასმა 0,84 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 15.07 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასმა დაიკლო 0.62%-ით და ბარელზე შეადგინა 35.48 დოლარი.

Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი

Leave a Reply