ახალი მაგისტრალური წყალსადენის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, ხვალ, დიდუბის რაიონის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.
კომპანიამ ერისთავის ქუჩაზე წყალსადენის 500 მმ-იან მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შეიცვალა 700 მეტრი სიგრძის, თუჯის მაგისტრალური წყალსადენი, დამონტაჟდა ოთხი ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები წყალმომარაგების შეწყვეტის შემთხვევებს მინიმუმამდე შეამცირებს.
„ახალი მაგისტრალური წყალსადენის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, ხვალ, 6 აპრილს, 11: 00 საათიდან 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება დიდუბის რაიონში: წერეთლის გამზირს N23-141, N2-144, ფოთის, ქუთაისის, ვახუშტი ბაგრატიონი, ყიფიანის, გაფრინდაულის, თევდორე მღვდლის, ევდოშვილის, ზუგდიდის, სოხუმის, ფიფიების, გვეტაძის, გორის, კედიას, აგლაძის, კერესელიძის, ხოშარაულის, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკის, სამტრედიის, გუდაუთის, დგებუაძის, წყალტუბოს, მირცხულავას, თორნიკე ერისთავის ქუჩებს“, – აცხადებენ კომპანიაში.