Tesla-ს გიგანტური ქარხანა მსოფლიოს შესაცვლელად ემზადება

Tesla-ს გიგანტური ქარხანა მსოფლიოს შესაცვლელად ემზადება

ყველა მოუთმენლად ელოდება “Tesla მოდელ 3″-ის გამოშვებას, თუმცა ელექტრონული ბორბლების მასიური წარმოებისთვის აუცილებელია დიდი რაოდენობით ბატარეები.

ამიტომ საქმეში Tesla-ს გიგანტური ქარხანა ჩაერთო. როგორც ამბობენ, Tesla-ს გიგანტური ავტოფაბრიკა დააჩქარებს მოდელის ხელმისაწვდომობის და წარმოების პროცესს.

ეს უზარმაზარი ქარხანა მდებარეობს ნევადაში და გეგმავს, მასიური წარმოების ბატარეების გამოშვებას აღნიშნული მოდელისთვის. ბატარეის საწარმოებლად კი კომპანია ფიქრობს გამოიყენოს ეკონომიკური სკალა, ინოვაციური მანუფაქტურა, დროის შემცირება, მარტივი ოპტიმიზაცია და ამ ყველაფრის სინთეზის შედეგად მიიღოს მაქსიმალური შედეგი.

როგორც გიგანტურ ავტოქარხანაში აცხადებენ, ბატარეების წარმოება 2017 წლისთვის დაიწყება და მანქანა მზად დაახლოებით 2020 წლისთვის იქნება.

Tesla-მ დახარჯა 4.5 მილიონი დოლარი, რათა აეშენებინა გიგანტური ქარხნის მხოლოდ სახურავი, რომლის მშენებლობა თითქმის დასრულდა.

გარდა ამისა, Tesla აპირებს ქარხნის მნიშვნელოვნად გაფართოებას.


კომპანიამ დახარჯა მილიონობით დოლარი სახანძრო და დაცვის ცენტრებზე, ასევე ქარხნის ირგვლივ “trailer city”-ის შესაქმნელად.

შენობის საფუძველი 16 მილიონ დოლარად შეფასდა. რაც შეეხება ელექტრონულ ინფრასტრუქტურას ის კომპანიას 300.000 დოლარი დაუჯდა.

იხილეთ დრონით გადაღებული ვიდეო:

წყარო : wom.ge

Leave a Reply