„ენერგო-პრო ჯორჯია“ ქობულეთში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ქობულეთში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ტურისტულ რაიონებში ზაფხულის სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ამჟამად, რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქობულეთში, კერძოდ ქვესადგურ „ივერიაში“. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება  აღმაშენებლის, ვერულაძის, კომახიძის, თამარ მეფის, რუსთაველის, ტაბიძისა და გოგებაშვილის ქუჩების ელექტრომომარაგება.

სამუშაოების ფარგლებში, ჩაიდება ახალი მიწისქვეშა კაბელი, რომელიც ჩაანაცვლებს ჭაობზე გამავალ საჰაერო ხაზს.  რეაბილიტაციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაზრდება ქსელის უსაფრთხოება და შემცირდება უამინდობით გამოწვეული დაზიანების ალბათობა.

ქობულეთში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი თებერვალში განხორციელდა: გამოიცვლალა 1500 მ სიგრძის მიწისქვეშა კაბელი და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალაქის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება.

რაც შეეხება ბათუმს, კომპანიამ მარტის შუა რიცხვებში ძველ ბულვარში სრულიად ახალი 10/0.4 კვ ქსელი ააშენა; მთლიანად შეიცვალა დაბალი და საშუალო ძაბვის ქსელის კაბელები, მოხდა ათამდე სატრანსფორმატორო პუნქტის რეკონსტრუქცია და ძველი ამორტიზირებული მაღალი ძაბვის კაბელების შეცვლა.

ზაფხულისთვის მზადების პროექტის ფარგლებში, ენერგო-პრო ჯორჯია გეგმავს სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარისა და გურიის სხვა რეგიონებშიც.

Leave a Reply