რა საფრთხეებს შეიცავს ეკონომიური ნათურები

რა საფრთხეებს შეიცავს ეკონომიური ნათურები

როგორც ირკვევა, ეკონომიური ნათურები იმდენად მავნე ყოფილა ჯანმრთელობისთვის, რომ ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ  (U.S. Environmental Protection Agency) გამოუშვა სპეციალური პროტოკოლი, თუ როგორ უნდა მოიქცე ეკონომიური ნათურის გატეხვის შემთხვევაში, იმდენად მომწამვლელია ნივთიერება, რომელსაც იგი შეიცავს.  ეს ნივთიერებაა – ვერცხლის წყალი.
საბოლოოდ, გამოდის რომ ყველა ახალი გამოგონება, რომელიც ასე მასიურად ინერგება, ასე თუ ისე ვნებს ჯანმრთელობას. ეს ირკვევა რაღაც დროის მერე
რაც შეეხება ეკონომიურ ნათურებს, ჯობს დავუბრუნდეთ არაეკონომიურებს და აი, რატომ: ეკონომიურებს აქვთ ელექტრომაგნიტური რადიოსიხშირის გამოსხივება და ისინი შეიცავენ ვერცხლის წყალს.
კვლევა ჩაატარა  Fraunhofer Wilhelm Klauditz Institute for German’s Federal Environment Agency-იმ:
 
ეკონომიური ნათურები იწვევს:
ფსიქიურ აშლილობებს (გაღიზიანება, მღელვარება, შიში)
სისუსტე
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
აქვეითებს კონცენტრაციის უნარს
ეს ნათურები ზემოქმედებს ნერვულ, იმუნურ და რეპროდუქციულ სისტემებზე. მას შეუძლია ხელი შეუწყოს ალცჰეიმერის დაავადებისა და სიმსივნის განვითარებას.
ეკ. ნათურები ასხივებენ ულტრაიისფერ სხივებს.
ეს გამოსხივება მავნეა თვალებისა და კანისთვის. შეიძლება გამოიწვიოს კანის კიბო. იგი პირდაპირ ზემოქმედებს იმუნურ სისტემაზე.
Peter Braun at Berlin Germany’s Alab Laboratory-ის კვლევის შედეგები:
ეკ. ნათურები შეიცავენ – ნაფტალინს, სტიროლს, ფენოლს.
ეს ნათურები ზოგავენ ენერგიასა და ფულს… მაგრამ, რა ფასად?! ეს რომ ადრე გვცოდნოდა, არავინ იხმარდა ამ ნათურებს.
თუ ეკ. ნათურა გატყდა, ოთახიდან უნდა გაიყვანონ ადამიანები და ცხოველები.
ფანჯრები უნდა გაიღოს და ჰაერი გაიწმინდოს 10 წ. განმავლობაში.
უნდა გამოირთოს კონდიციონერები და ცენტრალური გათბობა.
ნამსხვრევი უნდა მოგროვილ იქნას სველი ნაჭრით და მოთავსებულ იქნას თავსახურიან შუშის ქილაში ან ჰერმეტულ პაკეტში.
ამ ნათურების ნაგავში ჩაყრა არაფრით არ შეიძლება! მისი უტილიზაცია უნდა მოახდინონ სათანადო სამსახურებმა.
ჩვენს შემთხვევაში, არ ვიცი, რა სამსახურებზე უნდა იყოს ლაპარაკი – 112-ში დავრეკოთ? ამიტომ ვყრიდით და მომავალშიც ჩავყრით ნაგავში და ეს აზიანებს ჩვენს საარსებო გარემოს.
თუ მაინც ვერ ამბობთ ეკ. ნათურებზე უარს, ერთი წესი დაიცავით მაინც აუცილებლად: ეკ. ნათურა შეიძლება დატოვოთ ჭაღში, მაგრამ არა სანათში.
არ შეიძლება ამ ნათურასთან ახლოს ყოფნა, ის, რომ ეკ. ნათურები სანათში ძალიან აზიანებს მხედველობას, ეს ფაქტია და როგორც ირკვევა, კიდევ ბევრი სხვა ზიანის მომტანიც ყოფილა.

Leave a Reply