"თბილისის გამწვანებაში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა მნიშვნელოვანია"

“თბილისის გამწვანებაში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა მნიშვნელოვანია”

დენდროლოგიურ პარკში, 7000 კვ.მ ფართობზე, სულ 650 კიპარისის (1,20-2,0მ სიმაღლე) ნერგი დაირგო. აქედან, პარკის გასამწვანებლად 80 კიპარისი, საკუთარი ინიციატივით, თურქმენეთის საელჩომ შეიძინა, – ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

,,ღონისძიების ფარგლებში ხეები დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ირგვება, თბილისის ზღვასთან საკმაოდ ახლოს, რაც მომავალში ამ ტერიტორიის რეკრეაციული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის და განსაკუთრებით, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართულობა. დღევანდელი ღონისძიების ინიციატორი, ჩვენთან ერთად, იყო თურქმენეთის საელჩო, ვინაიდან საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ურბანული გამწვანების თვალსაზრისით.

ამდენად, მათი გამოცდილება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, მეგობრობის და პარტნიორობის ფარგლებში ერთობლივად ჩვენს ქალაქზე ზრუნვა არის მნიშვნელოვანი და სასარგებლო როგორც ეკოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთობების გაღრმავების კუთხით’’,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც მერიაში აცხადებენ, საგაზაფხულო რგვები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება.

Leave a Reply