მთავრობის განკარგულების შესაბამისად, შპს „ენერგოტრანსის” მიერ 2014 წელს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების საფასური – 4 424 300.41 ლარი, უიმდო ვალად ჩაითვალა და ჩამოიწერება.
განკარგულების თანახმად, შპს „ენერგოტრანსი“ უფლებამოსილია, უიმედო ვალად აღიარებული დავალიანება − 4 424 300.41 ლარის ოდენობით (წარმოშობილი 2014 წელს) გამოქვითოს 2015 წლის ერთობლივი შემოსავლიდან, თუ შესაბამისი შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილია ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.
აღსანიშნავია, რომ ენერგოტრანსს 2013 წელს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის გადაცემით წარმოქმნილ ვალიც ჩამოეწერა, რომლის მოცულობა 1 565 265 ლარი იყო.