თბილისში ინოვაციური ნაგვის ურნები და მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება განთავსდება

თბილისში ინოვაციური ნაგვის ურნები და მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება განთავსდება

თბილისში, კარგარეთელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინოვაციური ნაგვის ურნები განთავსდება, ასევე გაკეთდება მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება.

”კარგარეთელის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს – დაირგვება ახალი მცენარეები, გაკეთდება მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება. დაიდგმება ინოვაციური ურნები, რომელშიც მეტი მყარი ნარჩენი განთავსება და ურნა ნაგავს ავტომატურად დაპრესავს. ინოვაციურ ნაგვის ურნებთან ნაგვის დამცლელ მანქანას დღეში ორჯერ ან ერთხელ სჭირდება მისვლა, ამიტომ ეს ქუჩა უფრო ნაკლებად დაიტვირთება”,

– აღნიშნავს ”ტექნოლოგიური განვითარების ფონდის” ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გაბიძაშვილი.

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ავტობუსების გაჩერებაზე მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობების დამონტაჟება, რომლის მეშვეობით მობილური ტელეფონის დამუხტვა იქნება შესაძლებელი.

გიორგი გაბიძაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზაზეა შეტანილი, რისი დასრულების მერეც ტენდერი გამოცხადდება. პროექტის განხორციელება შემოდგომისთვის იგეგმება. პროექტს ”ტექნოლოგიური განვითარების ფონდი” ახორციელებს.

წყარო: “ენერგოპლატფორმა”

Leave a Reply