Frontera -მ კახეთში გაზის კომპლექსზე ოპერაციები განაახლა

Frontera -მ კახეთში გაზის კომპლექსზე ოპერაციები განაახლა

Frontera Resources -მა სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსზე ოპერაციების განახლებაზე განაცხადა.

Frontera Resources-ის  აღმასრულებელი დირეტორი სტივ სი. ნიკანდროსი მიმდინარე სამუშაოებს მნიშვნელოვანს და წარმატებულს უწოდებს.

ნიკანდროსი აღნიშნავს, რომ მათ ტექნიკურ სამუშაოებს კომპანია მიყავს დასკვნამდე, რომ განხორციელებული, მნიშვნელოვანი ინვესტიციები არსებული აქტივების იდენტურია. ამასთან, ემთხვევა იმ შემთხვევებს, რომლებიც ინტენსიურად იყო შესწავლილი აშშ-ში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ კომპანიამ, რომელიც საძიებო სამუშაოებს წლებია ახორციელებს, კახეთში 3,8 ტრილიონი კუბ. მეტრი ნატურალური გაზის მარაგების არსებობაზე განაცხადა. მთავრობა და ექსპეტები ამ განცხადებას სიფრთხილით შეხვდნენ და განაცხადეს, რომ ინფორმაციას დადასტურება სჭირდება.

წყარო: Gbc.ge

Leave a Reply