GWP-ს პასუხი: ჩვენი კომპანიისთვის მიუღებელია რასაც აბანოები ითხოვენ

GWP-ს პასუხი: ჩვენი კომპანიისთვის მიუღებელია რასაც აბანოები ითხოვენ

კომპანია GWP-ის კომერციული დირექტორი გოგირდის აბანოების ტარიფებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კომპანიისთვის მიუღებელია, გოგირდის აბანოები იმაზე დაბალი ტარიფით იხდიდნენ გადასახადს, როგორც იხდიან სკოლა, ბაგა-ბაღი, თუ სხვა დაწსებულება. ირაკლი ბაბუხადიას განცხადებით, გოგირდის წყალი ქიმიურად აქტიური ნივთიერებაა და მნიშვნელოვნად აზიანებს სისტემას.

„აბონენტს ჩამდინარე წყლის გადასახას არიცხავს სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფები. დარიცხვა ხდება ზუსტი დაანგარიშების მიხედვით, რაც ადრე არ ხდებოდა. ახლა ზუსტად ვიცით, რამდენი წყალი იქნა ჩადინებული წყალარინების სისტემაში. აბანოები ითხოვენ, ტარიფი მათთვის იყოს შეღავათიანი და გადაიხადონ უფრო ნაკლები, ვიდრე იხდის, ვთქვათ სკოლა, ბაგა-ბაღი თუ სხვა დაწესებულება, რაც კომპანიისათვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან გოგირდის წყალი არის ქიმიურად აქტიური ნივთიერება და მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენს წყალარინების სისტემას. ჩვენ მოვუწოდებთ „გოგირდის წყალს“, რომ მაქსიმალურად, კონსტრუქციულად, კომისიური წესით, ერთობლივად განვიხილოთ ყველა შესაძლებლობა, თუ ტექნოლოგიურად როგორ შეიძლება შემცირდეს მათთვის ამ გადასახადის გადახდა“, – აღნიშნა ირაკლი ბაბუხადიამ ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარის დროს.

Leave a Reply