ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

ნავთობის დაბალი ფასების მიუხედავად, ტრანს_ადრიატიკულიმილსადენის მშენებლობა გაგრძელდება, – ამის შესახებ ТАР-ის დირექტორმა საბერძნეთში, რიკარდ სკუფიასმა განაცხადა.

როგორც მან ათენში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, ნავთობის დაბალმა ფასებმა არ უნდა მოახდინოს ძლიერი გავლენა პროექტის რეალიზაციაზე.

ТАР-ის პროექტი ითვალისწინებს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას თურქეთის დასავლეთ საზღვრიდან – ევროპაში.

გაზსადენის სიგრძე იქნება 870 კმ და ის დაუკავშირდება TANAP-ის გაზსადენს თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე, ამის შემდეგ გაივლის საბერძნეთს, ალბანეთს, ადრიატიკის ზღვას და გაზს მიაწვდის იტალიის სამხრეთს.

პირველ ეტაპზე, პროექტის გამტარუნარიანობა 10 მლრდ კუბ.მ იქნება, ხოლო შემდგომში შესაძლებელი იქნება მოცულობების ზრდა 20 მლრდ კუბ.მ-მდე.

ТАР-ის მშენებლობის დაწყება ახლო მომავალში იგეგმება.

Leave a Reply