„სამხრეთის გაზის კორიდორი“ $1მილიარდის ობლიგაციების განთავსებაზე აცხადებს.
Global Capital-ის ინფორმაციით, ევროობლიგაციები 10 წლიანია.
სახელმწიფო გარანტით ემიტირებული 1 მილიარდის ფასიანი ქაღალდების 7%-იანი სარგებლით განთავსება ივარაუდებოდა, თუმცა Citi Bank-მა, UniCredit-მა და JP Morgan-მა დღის განმავლობაში ამ ნიშნულზე გასვლა ვერ უზრუნველყვეს.
მოთხოვნა მნიშვნელოვანწილად ბრიტანეთის და აშშ-ის ინვესტორებისგან დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, მოზიდული ფულით “შაჰ დენიზი -2”-ის, “სამხრეთ კავკასიის გაზსადენის”, “ტრანსანატოლიური” და “ტრანსადრიატიკული” გაზსადენების პროექტები დაფინანსდება.
წყარო: Gbc.ge