საპარტნიორო ფონდს კორეული ენერგეტიკული კომპანია Korea Hydro & Nuclear Power (KHNP) დელეგაცია ეწვია, რომელიც საქართველოში საინვესტიციო საქმიანობით არის დაინტერესებული. Korea Hydro & Nuclear Power (KHNP), რომელიც ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს, საქართველოს ენერგოსექტორში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით, ენერგეტიკის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდში მართავს შეხვედრებს.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ სტუმრებს ფონდის ენერგეტიკული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის ისაუბრა „ნენსკრა ჰესის“ პროექტზე, რომლის ინვესტორი კორეული კომპანია „ქეი ვოთერია“(K_Water). Korea Hydro & Nuclear Power (KHNP) სამხრეთ კორეაში 44 ელექტროსადგურის მფლობელია, მაშ შორის 35 ჰიდროელექტროსადგურია. კომპანია სამხრეთ კორეის ენერგეტიკული ბაზრის 30 პროცენტზე მეტს ამარაგებს ელექტროენერგიით.