საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონს ესტუმრა. ატლანტიკური საბჭო აქვეყნებს ინტერვიუს მიხეილ ჯანელიძესთან, სადაც საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებთან ერთად, ქვეყნის ენერგოუსაფრთოებაზეც საუბრობს.
– საქართველო დამოკიდებულია რუსულ გაზზე. რა წინააღმდეგობას შეეჯახა ქართული მხარე ენერგოუსაფრთხოების კუთხით?
– დღესდღეობით საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რომელიც ამავდროულად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. რუსული “გაზპრომისგან” ჩვენ მხოლოდ სატრანზიტო უფლებებით გათვალისწინებულ გაზის მარაგს ვიღებთ, ისიც ნატურით გადახდის პირობებით.
– ირანი ენერგეტიკის სფეროში მთავარი მწარმოებელია. რა შესაძლებლობები შეიძლება გაუჩნდეს საქართველოს ირანთან ბირთვული გარიგების მიღწევის შემდეგ?
– შედეგი საქართველო-ირანის ეკონომიკური თანამშრომლობის გეგმის შექმნაა. ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობებს სავაჭრო და სატრანზიტო მიმართულებებით. და სწორედ ჩვენი ქვეყნის გავლით შეეძლება მიაწოდოს ევროპას ბუნებრივი აირის საჭირო მარაგი. არც ურთიერთობების შემდგომ განვითარებას გამოვრიცხავთ სხვა სფეროების განვითარების კუთხით.