ბათუმში 29 მარტიდან ბუნებრივი აირი გაითიშება

ბათუმში 29 მარტიდან ბუნებრივი აირი გაითიშება

ჭარის რეგიონში, ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში,ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოები ჩატარდება. კერძოდ, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის და ბუნებრივი გაზის ცენტრალური მაგისტრალის რამოდენიმე მონაკვეთზე გადაერთების სამუშაოები ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე ამა წლის 29 მარტიდან 31 მარტამდე აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის ყველა მომხმარებელს შეუწყდება გაზის მიწოდება.

გადაერთების სამუშაოების დასრულების შემდეგ, ,,სოკარ ჯორჯია გაზს” მიეცემა მაგისტრალური გაზსადენის დატვირთვის და ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესის დაწყების საშუალება, რაც ეტაპობრივად განხორციელდება და დასრულდება ამა წლის3აპრილს.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” მოუწოდებს აბონენტებს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, რათა ბუნებრივი გაზის ჩართვის პროცესში დაცული იქნას უსაფრთხოების წესები.

თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები.

“სოკარ ჯორჯია გაზი” აქტიურად თანამშრომლობს აჭარის ხელისუფლებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან, რათა შეუფერხებლად და მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს კომუნიკაციების შეცვლის პროცესის დასრულება.

ამ პერიოდში „სოკარ ჯორჯია გაზის” აჭარის რეგიონალური ოფისი, რომელიც მდებარეობს ბათუმში, ბაქოს ქ. #46-ში, სრული შემადგენლობით გადავა 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე 16 114 ან ვებ-პორტალზე www.mygas.ge

Leave a Reply