რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

სომხეთის პრემეირმინისტრმა ოვიკ აბრამიანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკისთვის რუსული გაზის გაიაფების გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. მისივე თქმით, ასევე არ არის წინსვლა გაზის გადასახადის დოლარიდან რუბლში გადაყვანასთან დაკავშირებით, რისი ინიციატივითაც სომხური მხარე გამოდის.

პრემიერის თქმით, აღნიშნული წინადადება მოსკოვში ორი სახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრაზეც განიხილებოდა და მოლაპარაკებები ამ მიმართულებით გრძელდება.

პრემიერმინისტრის განცხადებით, რუსეთის მთავრობის მეთაური დიმიტრი მედვედევი 7 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ესტუმრება და ამ ვიზიტისას ასევე განხილული იქნება რუსული ბუნებრივი გაზის სომხეთში მიწოდების ტარიფები.

როგორც რუსული მედია წერდა, „გაზპრომის“ სამხრეთ კავკასიაში დაბრუნება, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, აზერბაიჯანში მოპოვების შემცირების შედეგად გახდა შესაძლებელი, ჯერჯერობით ფერხდება. კომპანიამ ვერ შეძლო საქართველოსთან შეთანხმების მიღწევა დამატებითი მოცულობების მიწოდებასთან დაკავშირებით. ახლა კი, როგორც ჩანს, მას მოუწევს სომხეთისთვის ფასდაკლების გაგრძელება. „გაზპრომისთვის“ კი ეს შესაძლოა წელიწადში 50 მილიონი დოლარის დაკარგვას ნიშნავდეს. თუმცა სხვა გადაწყვეტილების მიღება რუსეთისთვის პოლიტიკურად მომგებიანი ვერ იქნება.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply