რუსეთს ენერგორესურსების იარაღის სახით გამოყენებაში ხელი უნდა შევუშალოთ

რუსეთს ენერგორესურსების იარაღის სახით გამოყენებაში ხელი უნდა შევუშალოთ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს, მეზობლებთან ურთიერთობაში ენერგორესურსების, როგორც იარაღის სახით გამოყენებაში ხელი უნდა შეუშალონ.

„ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ რუსეთს შესაძლებლობა მოვუსპოთ ენერგორესურსები თავისი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ იარაღის სახით გამოიყენოს“, – განაცხადა მან ბრუკინგსის სახელობის ვაშინგტონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ამასთან აუცილებელია ყურადღების კონცენტრირება საწვავის მიწოდების მარშრუტების დივერციფიცირებაზე.

„ ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამ საკითხზე ექსპერტულ შეფასებას წარვუდგენთ“, – აღნიშნა მან.

ბაიდენის განცხადებით, დასავლეთმა ამ მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

„ევროპელ მოკავშირეებთან ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

Leave a Reply