Ecodrain – ინოვაციური მოწყობილობა გამოყენებული წყლით სახლს ათბობს

Ecodrain – ინოვაციური მოწყობილობა გამოყენებული წყლით სახლს ათბობს

კვლევების თანახმად, წყლის გასაცხელებლად გამოყენებული ენერგიის 80-90% “წყალს მიაქვს”. დღეისათვის უამრავი მეცნიერი და დიზაინერი მუშაობს, რათა შესაძლებელი გახდეს ენერგიის მოხმარების შემცირება და ენერგოეფექტურობის გაზრდა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ სწორედ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, კანადური კომპანიის თანამშრომლებმა გამოიგონეს მოწყობილობა Ecodrain, რომელიც საშუალებას იძლევა გამდინარე ცხელი წყალი თავიდან იქნეს გამოყენებული, ამჯერად სახლის გასათბობად.

Ecodrain სადენ მილზე მაგრდება და უკვე გამოყენებული ცხელი წყლის საშუალებით, სახლის გასათბობად განკუთვნილ ცივ წყალს აცხელებს.

მოწყობილების საშუალებით მნიშვნელოვნად იზოგება სითბური ენერგიაც და მომხმარებლის ბიუჯეტიც.

წყარო: Bpi.ge

Leave a Reply