GWP-ს შეთავაზების მიუხედავად, აბანოების ხელმძღვანელთა მოთხოვნა ძალაში რჩება

GWP-ს შეთავაზების მიუხედავად, აბანოების ხელმძღვანელთა მოთხოვნა ძალაში რჩება

GWP-სა და შპს “ნარიყალას” შორის მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, შესაძლოა, გოგირდის აბანოები დაიხუროს.

შპს “ნარიყალას” ხელმძღვანელი ნოდარ ტოტოლაშვილი, მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები  “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენლებთან, თუმცა მისთვის გაუგებარია გადახდის რა გრაფიკზეა საუბარი კომპანიიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“იმ გადასახადს, რაც  გვქონდა დაწესებული, დღემდე ვიხდით პირნათლად. საინტერესოა, თვითონ რას შემოგვთავაზებენ, რას იტყვიან, საიდან დაიწყებენ საუბარს. დღეს, 17:00 საათზე, GWP-ის და სემეკის თანამშრომლებს შევხდები. თუ არ იქნება დაწესებული ის გრაფიკი, რომელიც მისაღებია ჩვენთვის; არ გამოითხოვენ სარჩელს სასამართლოდან და არარსებულ ვალს არ ჩამოგვაწერენ, ბოდიშს მოვუხდი თბილისის საზოგადოებას და მომავალ ხუთშაბათს ერთი დღით დავხურავთ აბანოს. შემდეგ კი, დავიწყებთ სხვა აქციებს”, – განუცხადა “პირWელს” ნოდარ ტოტოღაშვილმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, თბილისი დაკარგავს ერთ-ერთ ისტორიულ-კულტურულ ადგილს.

შპს „ნარიყალას“ დირექტორის, ნოდარ ტოტოღაშვილის განცხადებით, გოგირდის აბანოებს დავალიანება უნდა ჩამოეწეროს, დაყადაღებულ ქონებას კი, ყადაღა მოეხსნას.

ნოდარ ტოტოღაშვილის თქმით, სემეკის მოთხოვნა არაა, რომ აბანოების მიერ დაღვრილი წყლის გადასახადი 85 თეთრი იყოს, შესაბამისად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ 0-დან 85 თეთრამდე ლავირების საშუალება აქვს, თუმცა მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში, კომპანია კეთილ ნებას არ იჩენს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი გოგირდის აბანოების მფლობელებთან. ამის შესახებ მათ დღეს განცხადება გაავრცელეს.

კომპანიის პოზიციის თანახმად, ტარიფი, რომლის გათვალისწინებითაც „ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი“ გოგირდის აბანოებს გადასახადს არიცხავს, არ არის განსხვავებული, არამედ არის იგივე, რაც ერიცხება დედაქალაქის მასშტაბით ყველა არასაყოფაცხოვრებო აბონენტს, მათ შორის, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სხვა საბიუჯეტო თუ არასაბიუჯეტო ორგანიზაციებს”.

შეგახსენებთ, რომ აბანოებისთვის გადასახადის გაზრდის შემდეგ, დაწესებულების ხელმძღვანელებმა 17 მარტამდე ვითარების შეცვლა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფუქცნიორირების შეწყვეტას გეგმავდნენ.

 

Leave a Reply