18 მარტს, 19:00 საათზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გიწვევთ ეკოჰაბში საჯარო ლექციაზე „ენერგოეფექტიანობა თეორიასა და პრაქტიკაში“.
შეხვედრაზე განიხილება:
• ენერგოეფექტიანობის კონცეფციის ზოგადი მიმოხილვა;
• საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება;
• საქართველოში არსებული პრაქტიკა;
• ბაზარზე არსებული ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები;
• პრაქტიკული რეკომენდაციები ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორისთვის.
საჯარო ლექციას ჩაატარებს „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ხელმძღვანელი გიორგი აბულაშვილი, რომელიც პრაქტიკულ რჩევებს მოგცემთ, როგორ ვაქციოთ ჩვენი გარემო უფრო ენერგოეფექტიანი.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია:http://bit.ly/1P9Cpmh
ეკოჰაბი წარმოადგენს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მწვანე სივრცეს, სადაც საშუალება გეძლევათ პერიოდულად დაესწროთ საჯარო ლექციებს, დისკუსიებსა და კინოჩვენებებს გარემოსდაცვით თემებზე.