რუმინეთი ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდ მომწოდებლად რჩება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა თებერვლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

„მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში ნავთობპროდუქტების(ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 74,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2 ათასი ტონით ნაკლებია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. ბენზინის იმპორტმა 36,5 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის – 38 ათასი ტონა.

2016 წლის თებერვალში საქართველოში იმპორტირებული ბენზინის საწვავი კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა რეგულარი მარკის ბენზინი – 25,1 ათასი ტონა ანუ 68,8%, პრემიუმი მარკის ბენზინი – 11,4 ათასი ტონა ანუ 31,2%.

ხოლო დიზელის საწვავის კი შემდეგნაირად ევრო დიზელი 36,2 ათასი ტონა ანუ 95,0% და დიზელის საწვავი – 1,9 ათასი ტონა ანუ 5,0 %.

ქვეყნების მიხედვით 2016 წლის თებერვლის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან -34,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 46,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი – 12,2 ათასი ტონა, ბულგარეთი – 11,4 , რუსეთი – 9,8 , თურქმენეთი – 4,9 და საბერძნეთი – 1,8-ით.

წყარო : OILNEWS.GE

Leave a Reply