სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საექსპუატაციო სამუშაოების ფარგლებში სოფელი ცხრამუხას ტერიტორიაზე ახორციელებს ტაშისკარის სარწყავი სისტემის ორი გამანაწილებლის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენით სამუშაოებს. აღნიშნული გამანაწილებელი არხები ემსახურება 900 ჰექტარი მიწის ფართობის ირიგაციას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლის მოსახლეობას – დაახლოებით 250 კომლს საშუალება ექნება 120 ჰექტარ მიწის ფართობზე აღადგინოს სასოფლო-სამურნეო საქმიანობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ განხორციელებულა. მიმდინარე სამუშაოები, რომლის ღირებულება 26 000 ლარია, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.