თებერვალში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 74,6 ათასი ტონა, რაც 2 ათასი ტონით ნაკლებია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით, – განაცხადა ორშაბათს „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა“.
ორგანიზაციის ცნობით, თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 38,1 ათასი ტონა.
ამასთან, საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 34,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 46,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 12,2 ათასი ტონა (16,4%), ბულგარეთი – 11,4 ათასი ტონა (15,3%), რუსეთი – 9,8 ათასი ტონა (13,1%), თურქმენეთი – 4,9 ათასი ტონა (6,6%), საბერძნეთი – 1,8 ათასი ტონა (2,4%).
შეგახსენებთ, იანვარში საწვავის ყველზე დიდი მოცულობა რუსეთიდან იყო შემოტანილი.
Gbc.ge