ზოტი ჰესის მშენებლობის სურვილი „გალტ ენდ თაგარტს" აქვს

ზოტი ჰესის მშენებლობის სურვილი „გალტ ენდ თაგარტს” აქვს

მთავრობის განკარგულების მიხედვით, კომპანია „გალტ ენდ თაგარტი” გურიის რეგიონში „ზოტი” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოვლინდა.

კომპანიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ ზოტი ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, მშენებლობისა და ოპერირების მზინით ინტერესთა გამოხატვა ენერგეტიკის სამინისტრომ 2015 წლის თებერვლის თვეში, ბრიტანული კომპანია „Westminster Resources Ltd.”-ის განაცხადის საფუძველზე გამოაცხადა.

ცნობისთვის, „ზოტი ჰესი“-ს დადგმული სიმძლავრე 48 მვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 225.1 მლნ კვტ.სთ.
პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 104,125,550 აშშ დოლარს შეადგენს.

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულმა კომპანია „გალტ ენდ თაგარტმა”, „ზოტის” ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში არაუმეტეს 18 თვეში უნდა მოამზადოს.

წყარო: ენერგოპლატფორმა

Leave a Reply