ნაციონალები სომხეთისათვის გაზის გადაკეტვისკენ მოგვიწოდებენ

ნაციონალები სომხეთისათვის გაზის გადაკეტვისკენ მოგვიწოდებენ

,,გაზპრომი” პოლიტიკური სპეკულაციების და გარკვეული თვალსაზრისით, პოლიტიკური პროსტიტუციის თემად იქცა. ვერავინ გაიგო რატომ გვჩუქნის გაზს აზერბაიჯანი, რატომ გაგვიიაფა ბუნებრივი აირი და ჩვენ რატომ გვაძლევს გაზს იაფად, როცა თვითონ რუსეთისგან ყიდულობს უფრო ძვირად. აზერბაიჯანელები ჩვენი ძმები და სტრატეგიული პარტნიორები არიან, მათ ეს არაერთხელ დაამტკიცეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვის ვუთხრათ ჩვენ მადლობა, აზერბაიჯანს ქველმოქმედებისთვის, თუ ჩვენს სტატეგიულ პარტნიორებს – ამერიკელებს, ბუნებრივ აირთან დაკავშირებული რთული პრობლემის დარეგულირების საქმეში აზერბაიჯანთან შუამდგომლობისათვის? იქნებ აგვიხსნას ვინმემ რატომ ლობირებს ნაცმოძრაობა ,,სოკარს’. იმიტომ ხომ არა, რომ მოარული ხმები “სოკარში” სააკაშვილისა და მისი ბიძის – თემურ ალასანიას ინტერესებზე იუწყებოდნენ. იქნებ ვინემ ისიც ახსნას, დღეს სად და ვის გამგებლობაშია ,,სოკარ ჯორჯიაში” თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი წილი?

,,აზოტში” 2400 კაცია გაჩერებული. რატომ არის ,,აზოტი” გაჩერებული? ,,სოკარი” მზადაა ,,აზოტს” იაფად მიაწოდოს გაზი და რომან ფიფია უარზეა? ,,აზოტი” რაა? -გაზი და ჰაერი. ბოლოს და ბოლოს, ვისია ამ ,,აზოტის” გაზი და ჰაერი? რატომ ვერ დალაგდა საქართველოში ბიზნესი? რატომ განაგებენ ყველა შემოსავლიან ბიზნესს ნაციონალები და მათთან დაკავშირებული ცრუმაგიერი პირები?
და კულინაციაც. ნაციონალი მოაზროვნეები მოგვიწოდებენ, რუსებთან მოლაპარაკებებისას ფეხი არ მოვიცვალოთ პოზიციიდან, რომ ჩვენ არ გვინდა ანაზღაურების მონეტარული პრინციპი, ანუ არ გვინდა ფული სომხეთისკენ გატარებული გაზის საფასურად, ჩვენ გვინდა ნატურით ამ გაზის მიღება და იმ მოცულობით, რა მოცულობითაც დღეს ვიღებთ. ვთქვათ და რუსულმა მხარემ არ მოიცვალა ფეხი ამ პოზიციიდან. ნაციონალები გვირჩევენ, უფრო სწორად, საქართველოს მთავრობას ურჩევენ, გაჯიქდეს და არ წავიდეს არანაირ შეთანხმებაზე. ხოლო, თუ რუსეთიც ასევე მოიქცევა, ჩვენ გადავკეტოთ მილი, ანუ შევუწყვიტოთ ამ მილის მეშვეობით სომხეთს რუსეთიდან გაზის მიღება. პრობლემები შეექმნებათ ჩვენ მეზობლებს და მეგობრებს, სომხებს? – ხომ აქვთ გაზსაცავი, ჯერ ის გამოიყენონ, მერე ირანიდან მოახერხონ, როგორმე, გაზის მიღება და თუ ვერ მოახერხეს, ფეხებზეც გვკიდია. სამაგიეროდ, რუსებს კიდევ ერთხელ და შეიძლება ამჯერად გვარიანად ვუბწკენთ. მერე რა, რომ ჩვენი მეგობრული და კეთილმეზობლური დამოკიდებულება სომხეთთან ეჭვქვეშ დადგება?
არც არფერი!

ბექა ციხისელი

გაზეთი “ბანკები და ფინანსები”

Leave a Reply