წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა

GWP-ის განცხადება წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშრებით

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, ნუცუბიძის III მ/რ- ს III კვარტლის § მე-9 კორპუსთან გამავალ 150 მმ-იან წყალსადენ ქსელზე, ფარული დაზიანების შედეგად, მოხდა წყლისგაჟონვა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე, თელასის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ქვესადგურში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, კომპანია თელსმა გათიშა ელექტროქვესადგური, რის გამოც 3000 მდე აბონენტს, ასევე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გამაძლიერებელქვესადგურს, შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება.

რის გამოც, დღეს 27 თებერვალს 11:30 საათიდან წყალმომარეგება შეეზღუდა:

ნუჩუბიძის III მ/რ- ს II კვარტლის §1-9 კორპუსებს, III მ/რ- ს III კვარტლის § 1-11 კორპუსებს, III მ/რ- ს IV კვარტლის §1-4 კორპუსებს და ძოწენიძის ქ. §1,2,3,4-ს.

ამ დროუსთვს უკვე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა, ტერიტორიიდან, რის შემდგომაც აღდგება ქვესადგურის მუშაოება და ელექტრო ენერგიის მიწოდებამოსახლეობისთვის.
პარალელურად მიმდინარეობს დაზიანების ადგილის და სირთულის დიაგნოსტიკა.

ამის შემდგომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაიწყებს დაზიანებულ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენით სამუშოებს და წყალმომარაგება, აღნიშნულ მისამართებს, სამუშაოებისდასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგება.

წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს დაშეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

Leave a Reply