ანადოლუ ჯგუფი: ელექტროენერგიამ სასაზღვრო შეზღუდვები გააუქმა

ანადოლუ ჯგუფი: ელექტროენერგიამ სასაზღვრო შეზღუდვები გააუქმა

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია Anadolou Tasit Ticaret-ის ენერგეტიკული ჯგუფის კოორდინატორმა ტუგბან იზზეტ აქსიომ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე ხელედუდაზე „ხელედუდა 3“ ჰიდრეელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

“ხელედულა 3“ ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 51,43 მგვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 232,8 მლნ.კვტ.სთ. სავარაუდო ინვესტიცია 80 მლნ აშშ. დოლარს შეადგენს.

ანადოლუ ჯგუფის ენერგოსექტორის ხელმძღვანელი თუღბან იზზეთ აქსოიმ აღნიშნა, რომ ეს საქართველოში ჯგუფის მეორე პროექტია. ფარავანი ჰესის პროექტში ინვესტირება ჯგუფმა გასულ წელს დაასრულა. აქსოიმ ორ ქვეყანას შორის ენერგოსექტორში თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ 18 ქვეყანას შორის, სადაც გფუფი პროექტებს ახორციელებს საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პერსპექტიული ქვეყანაა.

„ანადოლუ ჯგუფი 10 წელზე მეტია საქართველოში ეწევა საქმიანობას, კერძოდ ეს გამოხატულია სასმელების მრეწველობის სექტორში ეფესის ლუდის ინვესტირებითა და ენერგოსექტორში ფარავანის ჰესის ინვესტირებით. ჯგუფის მიერ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციები შეადგენს ჯამში 350 მილიონ დოლარს. ეს ინვესტიციები წარმოადგენს საქართველოს მიმართ ჩვენი რწმენის სანიმუშო გამოხატულებას. გვჯერა რომ ინვესტიციებით საქართველოსთან ერთად გავიზრდებით.

ელექტროენერგიამ სასაზღვრო შეზღუდვები გააუქმა. თურქეთსა და საქართველოს ელექტროენერგიის სექტორებში ლიბერალიზაცია ახალი დაწყებულია. მაშინ როცა საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოიხმარება 2,000 კვ.ს და თურქეთში 3,000 კვ.ს, ევროპაში მოხმარება შეადგენს 7,000 კვ.ს-ს. აქედან გამომდინარე ორივე ქვეყანას აქვს მოთხოვნა ელექტროენერგიის საჭიროებაზე.

ქვეყნების პოლიტიკაში ენერგო საკითხი მნიშვნელოვან სტრატეგიულ სექტორს მიეკუთვნება. ენერგო სექტორში ინვესტიციები წარმოადგენს სერიოზულ გამოცდილებასა და დიდ კაპიტალზე დაფუძნებულ გრძელვადიან ინვესტიციებს.

მინდა საქართველოს მთავრობას მადლობა გადავუხადო იმ ნდობისა და რწმენისთვის, რომელიც გამოუცხადეს ჩვენს გამოცდილებას.

სწორედ ამ ნდობის გამო მოვაწერეთ ხელი ხელედულა ჰესის პროექტის მემორანდუმს. საქართველოსთან მიმართებაში ჩვენს გეგმებში შემავალი ინვესტიციების ერთი ნაწილი წარმოადგენს 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას ხელედულას ჰიდროელექტრო სადგურის პროექტში.

ისევე როგორც ფარავნის პროექტზე, ხელედულას სადგურის მშენებლობაზე უზრუნველვყოფთ 1000-2000 კაცის დასაქმებას. მომავალი 5-6 თვის განმავლობაში შევასრულებთ მოსამზადებელ სამუშაოებს“, – ანადოლუ ჯგუფის ენერგოსექტორის ხელმძღვანელი.

Leave a Reply