საქართველოში ენერგოეფექტური ნათურების წარმოება დაიწყო

საქართველოში ენერგოეფექტური ნათურების წარმოება დაიწყო

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქარხანა AG Microelectronics-ში ენერგოეფექტური (‪‎LED‬) ნათურების წარმოების პროცესი დაათვალიერა.

შპს AG_Microelectronics‬-ი პირველი მიკროელექტრონული საწარმოა ამიერკავკასიის რეგიონში. ქარხანა ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული 3 ილიონი დოლარის ინვესტიციის შედეგად აშენდა. ასევე, “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში 167 ათასი დოლარით დაფინანსდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წარმოების გაფართოება.

ქარხანამ, ენერგოეფექტური ნათურების‬ ‪#წარმოება 2015 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და დღეისათვის თვეში 20 000 სხვადასხვა სიმძლავრის ნათურას აწარმოებს. აღნიშნული პროდუქცია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია წარმოების გაფართოვება. შედეგად, წლის განმავლობაში 1 მილიონამდე ნათურის წარმოება იქნება შესაძლებელი, რომელის დიდი ნაწილის ექსპორტზე გატანაა დაგეგმილი.

არსებული სანათი საშუალებების (ვარვარა‬) ენერგოეფექტური ნათურებით (LED) ჩანაცვლება ქვეყანას 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიის დანაზოგს მისცემს, რაც წლიურად საშუალოდ 500 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.

AG Microelectronics-ის წარმოების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, დაწყებული მცირე საყოფაცხოვრებო ელექტრონული მოწყობილობებით (სატელევიზიო მიმღები, ძაბვის დამცველი, მოდემი, სმატრფონი, პლანშეტი, ნეთბუქი, ლედ ნათურა, ტელევიზორი) და დამთავრებული უახლესი მაღალტექნოლოგიური საზომი და საწარმოო მოწყობილობებით.

მიმდინარე წლის 1 მაისიდან, საქართველოს ბაზარზე ქარხანაში წარმოებული პირველი ქართული LED ტელევიზორი გამოჩნდება. ასევე, დაგეგმილია მათი საექსპორტოდ გატანა.
AG Microelectronics-სთან პარტნიორობით უკვე დაინტერესდნენ ისეთი ცნობილი კომპანიები როგორებიცაა Microsoft, Fujitsu, Intel, Iberiasat, AG telekom. ისინი ინტერესდებიან როგორც უკვე მზა ნაწარმის შეძენით, ასევე ახალი ერთობლივი მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნით.

Leave a Reply