გარემოს დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად 430 ათასი ევროპელი იღუპება. დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომობილებია. ფოლკსვაგენის სკანდალის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ მან აშშ-ს დაბინძურების ხარისხის ტესტზე ხრიკებით მოახერხა შედეგბის მიღება, ევროპარლამენტმა გადაწყვიტა გადაეხედა ტესტის კრიტერიუმებისთვის.
27 თებრვალს პარლმენტის გარემოს დაცვის სხდომაზე ფრანსუაზ გროსეტმა, EPP ჯგუფის ფრანგმა წარმომადგნლმა განაცხადა, რომ “ ჩვენ უნა აღვიდგინოთ რწმენა ევროპის საავტომობლო სექტორში.
ეს სექტორი იდეალურად სანდო უნდა იყოს. ამიტომაც ეს ტესტი უნდა იყოს ზუსტი, მომთხოვნი და დამოუკიდებელი.”
ჩვეულებივ, ტესტი ტარდება ლაბორატორიებში, სადაც ზომავენ ავტომობილის მიერ გაოყოფილი აზოტის რაოდენობას, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბუნებრივ გარემოში ავომობილები ბევრად მეტ საზიანო აირს გამოყოფენ, ვიდრე ლაბორატორიულ გარემოში.
ასევე, ავტომობილების მწარმოებლები მანქანის მასის შემცირებითა და ნაკლები წინააღმდეგობის საბურავების მეშვეობით ახერხებენ შედეგების თავს სასარგბლოდ შეცვლას.
ტესტი არსებული სახით 1990 წლიდან მოქმედებს და შესაბამისად დღევანდელ პირობებს ვერ ითვალისწინებს.
ევროკავშირი აუმჯობესებს ტესტს, რათა მის დროს უფრო მეტად იყოს გათალისწინებული რეალური გარემოებები. ევროკავშირი მუშაობს ავტომობლების მიერ ჰაერის დაბინძურების რეალურ ტესტზე, რომელიც უფრო ზუსტად შეაფასებს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების ხარისხს.
კრის კაროლმა განაცხადა, რომ „ევროკავშირის კანონები ამ სფეროში ნათლად მოითხოვს, რომ ავტომობლებმა დააკმაყოფილონ გარკველი მოთხოვნები. მათ ჩვეულებრივ გარემოშიც ისე უნდა იმუშაონ, როგორც ლაბორატორიაში, რაც ამჟამად ნამდვლად არ ხდება. “
ევროპარლამენტმა შექმნა კომიტეტი, რომელიც გამოიკვლევს ავტომობლის მწარმოებელთა პირობებს. მისი პირველი სხდომა 2 მარტს გაიმართა. აღნიშნული კომიტეტი მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს.