სოკარმა ყაზტრანსგაზს ბუნებრივი აირის ღირებულება შეუმცირა

სოკარმა ყაზტრანსგაზს ბუნებრივი აირის ღირებულება შეუმცირა

კომპანია “სოკარმა” “ყაზტრანსგაზს” ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულება 10 დოლარით შეუმცირა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.

რაც შეეხება სუბსიდირებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება სუბსიდირება მხოლოდ მოსახლეობისთვის.

” – დაახლოებით 10 დოლარით მოხდა შემცირება იმ საფასურის, რომელსაც “ყაზტრანსგაზი” ყიდულობს “სოკარისგან”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის ცვლილების გამო გაზის გამანაწილებელ კომპანიებს ბუნებრივი აირის შესასყიდი ფასი გაეზარდათ ლარში, რადგანაც გაზის შესყიდვა ხორციელდება დოლარში, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა – ლარში.

Leave a Reply