ხუდონზე გადაწყვეტილება მიღებულია და ის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

ხუდონზე გადაწყვეტილება მიღებულია და ის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

ხუდონზე გადაწყვეტილება მიღებულია და ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი შედგენილია. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, თუ რა ფორმით მოხდება პროექტის განხორციელება ამას საზოგადოება უახლოეს დღეებში შეიტყობს.

“გადაწყვეტილება მიღებულია ხუდონის პროექტთან დაკავშირებით თუ როგორ და რა ფორმით მოხდება პროექტის განხორციელება. უახლოეს რამოდენიმე დღეში ცნობილი გახდება ყველაფერი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხუდონის პროექტში შესაძლოა საპარტნიორო ფონდი შევიდეს და მისი წილი დაახლოებით 10-20 პროცენტი იყოს. პროექტში სახელმწიფოს შესვლაზე ცნობილი გასულ წელს გახდა. პროექტის განმახორციელებელი კომპანია “ტრანსელექტრიკა ჯორჯიაა”.

Leave a Reply