ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია Anadolou Tasit Ticaret-ის ენერგეტიკული ჯგუფის კოორდინატორმა ტუგბან იზზეტ აქსიომ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე ხელედუდაზე „ხელედუდა 3“ ჰიდრეელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
“ხელედულა 3“ ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 51,43 მგვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 232,8 მლნ.კვტ.სთ. სავარაუდო ინვესტიცია 80 მლნ აშშ. დოლარს შეადგენს.
მემორანდუმის თანახმად, კომპანიამ “Anadolu Tasıt Ticaret A.S.” 18 თვის განმავლობაში მდინარეხელედულაზე უნდა ჩაატაროს სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და წარუდგინოს შედეგები საქართველოს მთავრობას, რის საფუძველზეც მთავრობა და კომპანია ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის თაობაზე.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში 20 წლის განმავლობაში, ზამთრის თვეებში ჰიდროელექტროსადგურის წლიური გამომუშავების 20%-ის მიეწოდება საქართველოს ენერგოსისტემას შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად, წლის სხვა დანარჩენ პერიოდში კომპანია უფლებამოსილია მისი შეხედულებისამებრ მოახდინოს გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაცია, მათ შორის განახორციელოს ექსპორტი.