ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცეპრემიერის კახა კალაძის განცხადებით, იგი ორშაბათს ოფიციალური ვიზიტით ირანში მიემგზავრება, სადაც ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრსა და ვიცეპრეზიდენტს შეხვდება. საუბარი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე იქნება.
“თქვენ მოისმინეთ ირანის ელჩის განცხადება, ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. ზოგადად, ბუნებრივი აირის საქართველოში შემოტანა მხოლოდ ორი გზითაა შესაძლებელი – აზერბაიჯანის გავლით და სომხეთის გავლით. საინტერესოა, ბუნებრივ აირზე რა ფასი იქნება და რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ეს იმ ფასებისთვის, რაც საქართველოში გვაქვს”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
წყარო: Ipress