საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 28 მაისის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა.
კომისიამ მოქალაქეებსა და “თელასს” შორის დავები განიხილა, რომლებიც ხანდაზმულ დავალიანებებს უკავშირდებოდა. გარდა ამისა, კომისიამ იმსჯელა შპს “ყაზტრანსგაზ თბილისის” მიმართ მოქალაქეთა საჩივრებზე. მთლიანობაში ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 33,927,83 ლარი შეადგინა.
კომისია მოქალაქეებს შეახსენებს, რომ თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში კომპანიების მხრიდან ირღვევა მათი უფლებები, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
