ალტერნატიული და განახლებადი ენერგიის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეს პირველი ტურბინა გაეშვა. ჯამში 20 ანალოგიური ტურბინის გაშვება იგეგმება. თითოეული ტურბინის სიმძლავრე 2,5 მეგავატია.
როგორც ალტერნატიული და განახლებადი ენერგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, უკვე დასრულებულია სადგურის მშენებლობა და ტურბინები ეტაპობრივად ჩაერთვება ქსელში, კერძოდ, ყოველ სამ დღეში ერთხელ თითო ტურბინის გაშვება მოხდება.
ქარის ელექტროსადგური „ენი იაშმას” დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ია.
წინასწარი მონაცემებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში დაგეგმილია 100-მდე ობიექტის მშენებლობა ალტერნატიული ელექტროენერგიის საწარმოებლად.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებაში აზერბაიჯანში 63,6 მლნ მანათის ინვესტიცია ჩაიდო. აქედან 34,9 მლნ მზის ენერგიის ათვისებაზე დაიხარჯა, 28,7 მლნ კი ქარის ენერგიის.
2000 წლიდან კი, ამ მიმართულებით ჩადებული ინვესტიციების მოცულობამ 800 მლნ მანათი შეადგინა.
ცნობისთვის, ალტერნატიული და განახლებადი ენერგიის სახელმწიფო სააგენტო შექმნილია პრეზიდენტის ბრძანებულებით, 2013 წლის პირველ თებერვალს.
ენერგოპლატფორმა