ნავთობის გაიაფების შედეგად ნავთობკომპანიების მოგება საგრძნობლად მცირდება

ნავთობის გაიაფების შედეგად ნავთობკომპანიების მოგება საგრძნობლად მცირდება

ბრიტანულ-ჰოლანდუიური ნავთობკომპანია Royal Dutch Shell Plc-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომპანიის სუფთა მოგება 2015 წელს  87 პროცენტით შემცირდა და მხოლოდ 1.939 მილიარდი დოლარი გახდა. ამ დროს,  წინა წლის მოგება 14 874 მილიარდს შეადგენდა.

განვლილ წელს, დღეში საშუალოდ წარმოებული პროდუქტის რაოდენობაც შემცირდა, 2014-თან შედარებით 4 პროცენტით და მხოლოდ 2,954 მილიონ ბარელს მიაღწია.

ნავთობზე ფასის ვარდნის შედეგად კომპანიაში რეორგანიზაციები დაიწყო, კერძოდ გეოლოგიური დაზვერვის და მოპოვების სექტორში. ცვლილებები შეეხო ხარჯების შემცირებას და კაპიტალურ ინვესტიციებსაც. ასევე, იგეგმება  სამუშაო პერსონალის 10 000 კაცით შემცირებაც. ამ უკანასკნელის შესახებ ცნობილი გახდა ორი კომაპანიის  Shell-ის და ბრიტანული BG Group Plc-ის შერწყმის დასრულების შემდეგ . 2015 წელს კომპანიამ შეძლო დანახარჯების 28,9 მილიარდ დოლარამდე შემცირება.

2015 წლისთვის Shell-ი თითოეულ აქციაში 1.88 დოლარის დივიდენდს გადაიხდის.

Leave a Reply