პირველად სს “თელასის” არსებობის მანძილზე მიღებულია გადაწყვეტილება დივიდენდების გადახდის შესახებ. თელასი 2014 წლის მოგებიდან 8,8 მლნ ლარის დივიდენდებს გადაიხდის. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა “თელასის” აქციონერთა წლიურ საერთო კრებაზე.
საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ სს “თელასის” აქციონერთა წლიურ საერთო კრებას შესთავაზა 2014 წლის შედეგების მიხედვით გადახდილ იქნეს დივიდენდები ჩვეულებრივ აქციებზე 8 802 000 ლარის ოდენიობით ფულადი სახით, მათი გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში.
“თელასი” ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს “თელასი” “ინტერ რაო”–ს შემადგენლობაში შევიდა. “ინტერ რაო”-ს მფლობელობაშია “თელასის” აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.