"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო სწრაფად გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი"

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო სწრაფად გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი”

ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.

“დღესდღეობით ენერგეტიკა არის ყველაზე საინტერესო და მძლავრი მიმართულება. ძალიან ბევრი უცხოური კომპანია ჩამოდის და დებს ფულს, აშენებენ ახალ ჰიდროელექტროსადგურებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად საქართველო გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი”, – განაცხადა კალაძემ რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

მისი თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს ენერგეტიკულად (ელექტროენერგეტიკის სექტორში) დამოუკიდებელი ქვეყანა უახლოეს წლებში, რადგანაც უამრავი წყლის რესურსი აქვს.

“ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ავაშენოთ რაც შეიძლება ბევრი ახალი ჰიდროელექტროსადგური. იმისთვის, რომ ელექტროენერგია იყოს სხვა ქვეყნებში ნაყიდზე იაფი”, – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.

Leave a Reply