2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 3.742 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, რაც დაახლოებით 7 პტოცენტით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2015 წლის იანვარ-აპრილში პირდაპირმა მომხმარებლებმა ესკოდან 476.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეისყიდეს, ხოლო სადისტრიბუციო კომპანიებმა – 3.189 მლრდ კვტ.სთ.
იანვარ-აპრილში ქვეყანაში როგორც თბოელექტროსადგურების, ასევე ჰიდროელექტროსადგურების ჯამურმა გამომუშავებამ 3,571 მლრდ კვტ.სთ შეადგინა.
2015 წლის იანვარ-აპრილში განხორციელდა 347 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი, ხოლო 71.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტი.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ (დანაკარგების გარეშე) 10.773 მლრდ კვტ.სთ შეადგინა. რაც დაახლოებით 6,2 პროცენტით მეტია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (10.14 მლრდ კვტ.სთ).
აქვე აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარ-აპრილში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი 14.3 თეთრი/კვტ.სთ-ზე დაფიქსირდა.
წყარო: ენერგოპლატფორმა