ჩოხატაურის გაზმომარაგება დროებით შეფერხდა

გურიის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ძლიერი ყინვების გამო ჩოხატაურის DN 200 მმ განშტოებაზე მწყობრიდან გამოვიდა გაზის წნევის რეგულატორი, რომელმაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვია ჩოხატაურის გაზმომარაგების დროებითი შეფერხება. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე დილიდან ინტენსიურად მუშაობს შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების“ კომპანიის საავარიო ბრიგადა.
გაზმომარაგება უახლოეს  საათებში აღდგება.

Leave a Reply