საუდის არაბეთი ნავთობზე უარს ამბობს

საუდის არაბეთი ნავთობზე უარს ამბობს

საუდის არაბეთის მთავრობამ ეკონომიკის განვითარების ვრცელი გეგმა გამოაქვეყნა. პროექტის მიზანია თავდაპირველად შეამციროს ქვეყნის დამოკიდებულება ნავთობის ბაზარზე,  მოგვიანებით კი, ნავთობის მსოფლიო ფასსზე.

ამისთვის მთავრობა გეგმავს, ქვეყნის ეკონომიკა სხვა მხრივ მიმართოს, როგორიცაა მაგალითად ინფორმაციული ტექნოლოგიები, ჯანმრთელობის დაცვა და ტურიზმი. უფრო მეტიც უცხოური ინვვესტორების მიზიდვის მიზნით, მთავრობა ბაზრის ლიბერალიზაცისაც გეგმავს.

ამ თემაზე გავრცელებულ განცხადებაში, როიტერმა ყურადღება გაამახვილა თუ რა დიდი ზემოქმედება მოახდინა ნავთობის გაუფასურებამ საუდის არაბეთის ბიუჯეტზე, – დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს კი ქვეყნისთვის ურთულესი ეკონომიკური გამოწვეა იყო ბოლო 10 წლის მანძილზე.

ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს მეთაურის ჰალიდ ალ ფალიკის განცხადებით, გარკვეული ცვლილებების შემდეგ  ქვეყანაში ყურადღებას გაამხვილელბენ იმპორტირებული საქონლის ხარისხზე და არა რაოდენობაზე.

პროექტის პრეზენტაციას მრავალი დასავლური კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ მათ შორის იყო Lockheed Martin, Pepsico.  პრეზენტაციაში 2,6 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ბიზნესმენები და პოლიტიკოსებიც იყვნენ.

მიუხედავად ამისა, შეხვედრის წევრებს ეჭვი ეპარებოდათ შეძლებს თუ არა საუდის არაბეთი მსგავსი მაშტაბური პროექტის განხორციელებას და „ჰოლანდიური ავადმყოფობისგან“ განკურნებას.

Leave a Reply