საქართველოში, 2022 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 2021 წელთან შედარებით 12,7%-ით არის გაზრდილი

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს საქართველოში 14 მილიარდ 246 მილიონ 600 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული 2022 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 2021 წელთან შედარებით 12,7%-ით არის გაზრდილი.

თბოსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა (3 387,7 მლნ კვტსთ) 42,4%-ით არის გაზრდილი, ჰიდროსადგურების გამომუშავებულის (10 771,4 მლნ კვტსთ) 5,8%-ით, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავებულის (87,5 მლნ კვტსთ) კი 4,9%-ით.

თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი მთლიან გამომუშავებაში 18,8%-დან 23,8%-მდეა გაზრდილი.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply