ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების წარდგინებით, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს.
კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიერ 2014 წელს დაარსდა. განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილებით წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, კლიმატის მწვანე ფონდში ფინანსების უპრეცედენტოდ მასშტაბური აკუმულირება ხდება.
საქართველო მჭიდროდ და ნაყოფიერად თანამშრომლობს GCF-თან. დღეისთვის, ჩვენს ქვეყანაში, აღნიშნული