“გაზპრომთან” მორიგი სამუშაო შეხვედრა ვენაში დასრულდა

“გაზპრომთან” მორიგი სამუშაო შეხვედრა ვენაში დასრულდა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და “გაზპრომს” შორის მიმდინარე მორიგი სამუშაო შეხვედრა დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

“მოლაპარაკების საგანი არ შეცვლილა და გრძელდება სამუშაო პროცესი მხარეებისათვის მისაღები პირობების შეთანხმების მიზნით”, – ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის შეხვედრა ვენაში ჩატარდა. როგორც შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები არსებული დეფიციტის შევსებას ემსახურება. სწორედ ამიტომ არის საუბარი “გაზპრომთან” 1 წლიან ხელშეკრულებაზე, რომ მომხმარებლებმა არ იგრძნონ ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ნაკლებობა ქვეყანაში.

წყარო: Bpi.ge

Leave a Reply