ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინაში მუდმივ მისიას გაგზავნის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) უახლოეს მომავალში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებში მუდმივ მისიებს გაგზავნის.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა Telegram-ში დაწერა.

„რაფაელ გროსიმ მაცნობა, რომ უახლოეს მომავალში IAEA უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურში მუდმივ ტექნიკურ მისიებს გაგზავნის. ორგანიზაციის დამოუკიდებელი ექსპერტები იმუშავებენ ზაპოროჟიეს, რივნეს, ხმელნიცკის, სამხრეთ -უკრაინის და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებზე. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას“, – დაწერა შმიგალმა.

Leave a Reply