2022 წლის რვა თვის განმავლობაში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 25 მლრდ 534,6 მლნ კუბ/მ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც 12,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ABC აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანგარიშის მიხედვით, რვა თვის განმავლობაში ტრანსპორტირებული გაზის 52,7% ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენზე მოდის(South Caucasus Pipeline – UKT), რომლის მეშვეობითაც ექსპორტირებული იქნა 13 მილიარდ 455,3 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.
წყარო: commersant.ge