სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება 7,5%-ით გაიზარდა, გამომუშავება კი 22,6%-ით

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მომდინარე წლის რვა თვეში საქართველოში 9 771 374 000 კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა შარშანდელ იანვარ-აგვისტოსთან შედარებით გაზრდილია 22,6%-ით.

თბოსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 58,1%-ით არის გაზრდილი, ჰიდროსადგურების გამომუშავებულის 17%-ით, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავებულის კი 3%-ით.

თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი მთლიან გამომუშავებაში 13,7%-დან 17,7%-მდეა გაზრდილი.

მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა იანვარ-აგვისტოში 7,5%-ით არის გაზრდილი.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში იმპორტირებულია 1 174,8 მლნ კვტსთ ელექტროენერგია,შარშანდელ იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 31,5%-ით ნაკლები.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებულია 877,4 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, შარშანდელთან შედარებით 133%-ით მეტი.

ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგია შემდეგმა ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს:

ენგურჰესი – 2 724,3 მლნ კვტსთ
ვარციხე ჰესი – 671,5 მლნ კვტსთ
ვარდნილჰესი – 551,1 მლნ კვტსთ
დარიალ ჰესი – 366,2 მლნ კვტსთ
შუახევი ჰესი – 336,4 მლნ კვტსთ
ლაჯანურჰესი – 287,0 მლნ კვტსთ
ფარავანჰესი – 264,4 მლნ კვტსთ
ხრამჰესი 2 – 230,5 მლნ კვტსთ
გუმათჰესი – 228,4 მლნ კვტსთ
ჟინვალჰესი – 214,8 მლნ კვტსთ

დამოუკიდებლობის წლებში აშენებული სეზონური ელექტროსადგურების მიერ 2021 და 2022 წლების იანვარ-აგვისტოში გამომუშავებულია (მლნ კვტსთ):

დარიალჰესი – 371,1 → 366,2
შუახევი ჰესი – 172,4 → 336,4
ფარავანჰესი – 241,9 → 264,4
ხელვაჩაური ჰესი 1 – 110,7 → 154,6
მესტიაჭალა ჰესი – 81,1 → 79,5
ხადორჰესი – 86,3 → 91,0
ოლდ ენერჯიჰესი – 51,0 → 84,7
კირნათი ჰესი – 55,8 → 77,8
ლარსი ჰესი – 50,7 → 58,7

ბიტკოინმომპოვებელი ოთხი მსხვილი კომპანიის („ბი ეფ დი სი”, „აითილები”, „დატაჰაბი” და „ჯეომეინთენანსი”) 2022 წლის იანვარ-აგვისტოში მოხმარებულია 301,8 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, შარშანდელზე (339,4 მლნ კვტსთ) 11,1%-თ ნაკლები.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply