ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ფასის განსხვავების მიუხედავად, ხარისხი ყველა ბენზინგასამართზე იგივეა – კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ქვეყანაში დიდ და პატარა ბენზინგასამართ სადგურებზე, განსხვავებული ფასების მიუხედავად, საწვავის ხარისხი იდენტურია. მან “მედიაცენტრ მთავარში” თქვა, რომ განსხვავება ზოგ შემთხვევაში 70 თეთრიც კი არის ხოლმე.

“აქ საინტერესო ის არის, რომ ერთი და იმავე ტიპის საწვავზე, მაგალითად, “რეგულარი” რომ ავიღოთ, დაახლოებით 30-დან 70 თეთრამდე იაფია საწვავი მცირე ქსელებზე. ეს გამოწვეულია ამ მცირე კომპანიების უფრო მეტი მოქნილობით. საოპერაციო ხარჯები, ცხადია, განსხვავება მცირე და დიდ კომპანიებს შორის, თუმცა ამხელა სხვაობა, როცა ერთი და იგივე ტიპის, ერთი და იგივე ქვეყნიდან იმპორტირებული საწვავია, შეიძლება, მომხმარებლის გაკვირვებას იწვევდეს. მომხმარებელს შეუძლია, მცირე ქსელებში ჩაასხას და პრაქტიკულად იგივე ხარისხის საწვავს მიიღებს.

მცირე ქსელებს მოვუწოდებთ, გაზარდონ მომხმარებელში ნდობა, რადგან არის აღქმა, რომ რადგან იაფია საწვავი, პრობლემაა ჩასხმის სიზუსტესთან და ხარისხთან დაკავშირებით. შეიძლება სადღაც ეგ პრობლემა არის, მაგრამ ბევრ კომპანიაში ნამდვილად – არა”, – თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ ხუთ დიდ კომპანიას, რომლებშიც “რომპეტროლი”, “ვისოლი”, “გალფი”, “ლუკოილი” და “გალფი” იგულისხმება, ბაზრის 60 პროცენტი უკავია, მცირე მოთამაშეებს კი – დარჩენილი 40 პროცენტი.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 2022 წლის შვიდი თვის განმავლობაში საქართველოში შემოტანილი საწვავისა და ბენზინგასამართ სადგურებზე რეალიზაციის ფასები შეისწავლა და დაადგინა, რომ ფასზე არ აისახება არაერთი განმასხვავებელი ფაქტორი. კვლევა, რომელიც 17 აგვისტოს გამოქვეყნდა, აჩვენებს იმ მიგნებებს, რომლებითაც კონკურენტი ბენზინგასამართი სადგურები და დისტრიბუტორები მუშაობენ.

კვლევის შედეგები:

  • ქვეყანაში ყველაზე მეტი საწვავი რუსეთიდან შემოდის, სადაც ფასი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია;
  • იანვარ-ივლისში საქართველოში 810 320 ლიტრი საწვავი შემოვიდა, საიდანაც ყველაზე დიდი მომწოდებელი (40,8%) რუსეთია, რომელსაც მოჰყვება რუმინეთი – 26,5%-ით და ბულგარეთი – 13,4%-ით;
  • რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით (მარტი-ივლისი), თუმცა მსხვილი კომპანიები ერთნაირ ფასად ყიდიან. ამავდროულად, ბაზარზე მზარდია რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის პროცენტული წილი. აპრილი-ივლისის პერიოდში იგი საერთო იმპორტის 64-65% გახდა;
  • საცალო ფასები 2022 წლის ივლისში საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ქვეყნებში (ბულგარეთი, რუმინეთი) 7-8 ცენტით შემცირდა, თუმცა საქართველოში გაიზარდა 11 ცენტით;
  • რუმინეთიდან შემოტანილი საწვავი ხშირად საბაჟო საწყობში ინახებოდა, იმპორტიორი კომპანია, რომლის სახელსაც კონკურენციის სააგენტო არ ასახელებს, თავის ქსელში ძვირად ნაყიდ საწვავს ყიდდა, კონკურენტებს კი “იაფ” საწვავს აძლევდა. მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში, 1 ლიტრი საწვავის შემთხვევაში 30-დან 70 თეთრამდე მერყეობდა.

11 აპრილს, როცა საწვავის ფასის ზრდა უკვე თვალშისაცემი იყო, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ “საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი”. მან მაშინ იმპორტიორებს მოუწოდა, შეემცირებინათ ფასები. რამდენიმე თვის წინ კონკურენციის სააგენტომ ბაზარზე საწვავის ფასების შესწავლა მისი დავალებით დაიწყო.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply