ნორვეგიულმა ნავთობისა და გაზის კომპანია Equinor-მა რუსეთში არსებული აქტივები Rosneft-ს 1 ევროდ მიჰყიდა. სანაცვლოდ, რუსულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ვალდებულება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთში Equinor-ის აქტივების საბალანსო ღირებულება შეფასდა 1,1 მილიარდ დოლარად.
ნორვეგიულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ რუსეთში ოთხი ერთობლივი საწარმო 2022 წლის მაისის ბოლოს დატოვა. ვალდებულებებისგან გასათავისუფლებლად კომპანიამ თავისი წილი “როსნეფტს” გადასცა.
წყარო: bfm.ge