რას ნიშნავს აშშ-ს ნავთობსაცავების გახსნა და რა შედეგები მოჰყვება მას

რას ნიშნავს აშშ-ს ნავთობსაცავების გახსნა და რა შედეგები მოჰყვება მას

აშშ-ს კონგრესში 16 დეკემბერს, 2016 წლის ბიუჯეტზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც, აშშ-მ შესაძლოა 40-წლიანი ემბარგო მოხსნას ნავთობის ექსპორტზე. რუსულმა ტეკეომპანია „დოჟდმა“ გამოაქვეყნა სტატია ემბარგოს შესაძლო შედეგებისა და მისი ისტორიის შესახებ.

„განკითხვის დღის“ ნავთობი

1973 წელს, OPEC-ში შემავალმა ქვეყნებმა – ალჟირმა, ბაჰრეინმა, ერაყმა, ქუვეითმა, ლიბიამ, ყატარმა, საუდის არაბეთმა, სირიამ, ტუნისმა და არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, უარი განაცხადეს იმ ქვეყნებისთვის ნავთობის მიწოდებაზე, რომლებიც მხარს უჭერდნენ ისრაელს.

ისრაელს სირიასთან და ეგვიპტესთან ჰქონდა კონფლიქტი. იმავე წელს მოხდა ე.წ. განკითხვის დღის ომი, ანუ ომი ისრაელსა და არაბული სახელმწიფოების კოალიციის შორის, რომელიც 18 დღეში ისრაელის გამარჯვებით დასრულდა.

არაბეთის ქვეყნებს არ მოსწონდათ, რომ აშშ ისრაელს ამარაგებდა შეიარაღებით – ტანკებით, არტილერიით, ამუნიციით. ნავთობის ემბარგოში აშშ-ს გარდა, მისი პარტნიორი ქვეყნები მოხვდნენ, დასავლეთ ევროპიდან.

ემბარგომ ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია და აშშ-ში ბენზინთან და სხვა საწვავებთან დაკავშირებით პრობლემები დაიწყო. ემბარგო 1974 წელს მოიხსნა.

1975 წელს კი აშშ-მ დააწესა ემბარგო ნავთობის ექსპორტზე. ქვეყანაში ნავთობის სტრატეგიული მარაგი შეიქმნა.

ემბარგოს მოხსნა

აშშ-ს კონგრესში 16 დეკემბერს, 2016 წლის ბიუჯეტზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც, აშშ-მ შესაძლოა 40-წლიანი ემბარგო მოხსნას ნავთობის ექსპორტზე. ხმის მიცემა 17 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც კანონპროექტი სენატში გადავა.

ნავთობის ემბარგოს მოხსნას აშშ-ს რესპუბლიკური პარტია ითხოვს. სწორედ რესპუბლიკელების დაპირისპირებამ დემოკრატებთან გამოიწვია ბიუჯეტის მიღების შეყოვნება. ემბარგოს მოხსნის წინააღმდეგია აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც.

რესპუბლიკელების თქმით, ნავთობის ექსპორტზე ემბარგო, არაბეთის მიერ დაწესებული ემბარგოსდროინდელი არქაიზმია. ემბარგოს კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მისი მოხსნა შეაჩერებს მკვეთრად გაზრდილ ნავთობმოპოვებას, ასევე აშშ-ს ნავთობის საკითხებში ახალ პარტნიორებს შესძენს. ამჟამად მთავარი პარტნიორები არიან რუსეთი და OPEC-ის ქვეყნები.

დემოკრატების თქმით, ემბარგოს მოხსნა ნავთობმოპოვებას გაზრდის, რაც ცუდად აისახება გარემოზე.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, დაადებს თუ არა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კანონპროექტს ვეტოს. თეთრ სახლში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ნავთობის ფასი

გასულ დღეებში ნავთობის ფასები 2008 წლის მაჩვენებლებზე ჩამოვიდა. Brent-ის ტიპის საწვავი საშუალოდ 37$-ის ფარგლებში იყიდება. რუსეთის ცენტრალური ბანკის „შოკური სცენარის“ მიხედვით, ნავთობის ფასი 35$ იქნება.

ბოლო დროს, ნავთობის ფასს უარყოფითი ტენდენცია აქვს, კერძოდ, იმის გამო, რომ მსოფლიოს ნავთობის ტერმინალები გავსებულია. 10 დეკემბერს Bloomberg-მა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვებამ, OPEC-ის ქვეყნების მიერ, სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. ამ კარტელის ნავთობმოპოვებამ დღეში 31 695 მილიონ ბარელს მიაღწია – ეს 2012 წლის უმაღლესი მაჩვენებლის ტოლია. ახლა კი ეს ქვეყნები ყოველდღიურად იმაზე 900 ათასი ბარელით მეტ ნავთობს მოიპოვებენ, ვიდრე 2016 წელს დასჭირდებათ.

ნავთობის ფასების ვარდნას ექსპერტები აშშ-ს მიერ ნავთობის კოშკურების რაოდენობის გამოქვეყნებას, ფედერალური რეზერვის საპროცენტო განაკვეთს და ზოგადად, ბაზარზე არსებულ ნეგატიურ ტენდენციებსაც უკავშირებენ.

რუსული Третий Рим-ის კომპანიების ჯგუფის თანათავმჯდომარის ანდრეი მოვჩანის აზრით, ემბარგოს შესაძლო მოხსნა მნიშვნელოვან გავლენას ფასებზე ვერ მოახდენს, რადგან არ შეიცვლება ნავთობის მოპოვებს მსოფლიო მაჩვენებელი.

„ამან შეიძლება შეცვალოს ევროპულ და ამერიკულ ნავთობებს შორის ფასების სხვაობა. ახლა სხვაობა დაახლოებით 3-4%-ია. ამერიკელები ბაზარს საკუთარ, უფრო იაფ ნავთობს შესთავაზებენ. სად ინახება ამერიკული ნავთობი? ის ნავთობსაცავებშია. ამერიკელები ახლა ენერგოიმპორტიორები არიან. მათ მაინც შეაქვთ გარკვეული რაოდენობის ნავთობი. ეს არ არის სიტუაცია, როდესაც აწარმოებენ იმაზე მეტს, ვიდრე მოიხმარენ“, – აცხადებს მოვჩანი.

წყარო: news.ge

Leave a Reply